თბილისში, ბენზინგასამართ სადგურთან ავტომობილი ამობრუნდა
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურთან მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მძღოლი.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.