დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – “თითქოსდა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი ხელმძღვანელი პირებისთვის შეისყიდა,, „ფეიკ ნიუსია”

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თითქოსდა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი ხელმძღვანელი პირებისთვის შეისყიდა,, „ფეიკ ნიუსია“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეისყიდა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი, რომელიც განკუთვნილია ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არის „ფეიკ ნიუსი“, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნული შესყიდვა არ განხორციელებულა.
რაც შეეხება ინფორმაციაში აღნიშნულ 6 ცალ ავტომანქანის შესყიდვას, აღნიშნული ავტომანქანები განკუთვნილია დაცვის პოლიციის ტექნიკური ჯგუფებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები