მხარი დავუჭიროთ ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს!

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები – ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2019-2020 წლების სეზონების შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა, – ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი წარდგენილია ნომინაციაში – „წლის საუკეთესო ძიუდოისტი“, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი დიდებსა და 23-წლამდელთა შორის, ტატო გრიგალაშვილი კი ნომინაციაში – „ამომავალი ვარსკვლავი“.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია შემაჯამებელი სეზონის საუკეთესოებს გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად 5 ნომინაციაში გამოავლენს: წლის იპონი, საუკეთესო კაცი ძიუდოისტი, საუკეთესო ქალი ძიუდოისტი, ამომავალი ვარსკვლავი და სამწვრთნელო მიღწევა.
გამოკითხვა 21 დეკემბერს დასრულდება, საუკეთესოები კი 27 დეკემბერს დასახელდებიან. ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შესაძლებელია ბმულზე – https://judofest.ijf.org/
მხარი დავუჭიროთ ქართველ ძიუდოისტებს!”, –  ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები