ნათია თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 113,7 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება დაუმტკიცა

“საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის მორიგი დახმარება დაამტკიცა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანმა სტრატეგიამ ფონდისგან დადებითი შეფასება მიიღო.

„აღინიშნა, რომ მომავალი წელი იქნება ეკონომიკური აღდგენის წელი და ჩვენი ეკონომიკა სულ მცირე 4,3%-ით გაიზრდება. შედეგად, სავალუტო ფონდმა, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, დაამტკიცა მორიგი დახმარება საქართველოსთვის – 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის დიდი ხნის ტრადიციული და სანდო პარტნიორი სავალუტო ფონდისთვის და სავალუტო ფონდის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მყარი გარანტი იმისა, რომ ყოველთვის როცა ჩვენ დაგვჭირდება, დონორთა საზოგადოება დაგვეხმარება ჩვენ, როგორც მოხდა პანდემიის საწყის ეტაპზე“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები