გია ვოლსკი: მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება
“საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი საფუძველი, რომ ახალ სახეებზე ვილაპარაკოთ, არ არსებობს.
„ახალ სახეებთან დაკავშირებით ერთადერთი, რაც ამ ფორმულირებას ახალისებს, არის სკანდალის წარმოშობის აუცილებლობა, რომელსაც განიცდის კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ტელევიზიები, სხვა არანაირი საფუძველი, რომ ახალ სახეებზე ვილაპარაკოთ, არ არსებობს. ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იხილება კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი და იუსტიციის მინისტრის მნიშვნელოვანი პოსტია შესავსები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.