მამუკა სალუქვაძე: ვინც დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის ჯიბისკენ არაერთხელ წაიღო ხელი, მათ ვამუნათებთ, ვუთითებთ, ვის როგორ უნდა დაეხმაროს, ვლანძღავთ და ვაგინებთ

“ვინც დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის ჯიბისკენ არაერთხელ წაიღო ხელი, მათ ვამუნათებთ, ვუთითებთ, ვის როგორ უნდა დაეხმაროს, ვლანძღავთ და ვაგინებთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყანასა და გაჭირვებულ თანამემამულეებს დიდად წაადგებოდა ქველმოქმედთა მომრავლება და სოლიდარობა.

,,სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანმა მუდმივად სიკეთე უნდა აკეთო და ამის აფიშირება ნამდვილად არ არის საჭირო, მაგრამ არა – საქართველოში…საქართველოში როგორღაც ჩავთვალეთ, რომ სიკეთის კეთება, ქველმოქმედება, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანისთვის არის აუცილებელი ვალდებულება, ხოლო სხვებს, შესაძლოა, არანაკლებ მდიდარ და შეძლებულ ადამიანებს ასეთი მორალური ვალდებულება არც ჩვენ დავაკისრეთ და არც თავად მოუკლავთ თავი მაინცდამაინც. ანუ, ვინც დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის ჯიბისკენ არაერთხელ წაიღო ხელი, მათ ვამუნათებთ, ვუთითებთ ვის როგორ უნდა დაეხმაროს, ვლანძღავთ და ვაგინებთ, როდესაც ქვეყანაში არსებული ყველა საჭიროებისათვის ფულს ვერ ხარჯავენ, მათი შვილებისა და შვილიშვილებისგან ვითხოვთ ქველმოქმედებას და ამ დროს, უამრავი ადამიანი რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა, ვისაც ნამდვილად აქვს საშუალება, შეუძლია, მაგრამ არანაირი სურვილი არ აქვს საკუთარი ქვეყნისთვის და გაჭირვებული თანამემამულეებისთვის ორი კაპიკი გაიღოს. ვფიქრობ, საქართველოში ნამდვილად სასურველია, რომ ქველმოქმედება და საქვეყნო საქმეებისთვის საკუთარი ფინანსური თუ სხვა სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია არ ითვლებოდეს ცუდ ტონად და სიკეთის მკეთებელთ მიეცეთ საშუალება, მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას მათ მიერ განხორციელებული ქველმოქმედების შესახებ, რათა ჩვენც, საზოგადოებამაც ვიცოდეთ მათი კეთილი საქმიანობის შესახებ და სხვებისთვისაც მაგალითი გახდნენ. გასაგებია, რომ გაჭირვებისა და შიმშილის პრობლემას ამ ერთი ნაბიჯით, ერთი ინიციატივით ვერ გადავწყვეტთ, გამომდინარე იქიდან რომ სოციალური პრობლემები კომპლექსურია, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და გაჭირვებულ თანამემამულეებს, დიდად წაადგებოდა ქველმოქმედთა მომრავლება და სოლიდარობა. ჩვენც, საზოგადოებაც, ადამიანებს მათ მიერ ნაკეთები კეთილი საქმეებით შევაფასებთ და არა ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებითა და მუდმივი დაპირებებით”, –  წერს მამუკა სალუქვაძე.

ცნობისთვის, თბილისი მერი, კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას ჩუქნის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები