ლევან დავითაშვილი: ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა,  სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა,  სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

მისივე თქმით,  „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად,  ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

“ახალი კოდექსის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად,  წარმოადგენს  ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.

ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა  რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რაც უზრუნველყოფს  ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას.

როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს  ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას  „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა  გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

გასული საუკუნიდან საქართველოში, წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად განხორციელდა სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით

ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი ხელს შეუწყობს დაავადებული წაბლნარი კორომების გაჯანსაღებას, რაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ  2020 წელს, დაავადების აღმოჩენის შემდეგ, პირველად განხორციელდა ჰიპოვირულენტური შტამების შეტანა ზესტაფონის სატყეო უბნის ბოსლევის სატყეოში, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე (43 ჰა), სადაც სანიტარული ჭრის განხორციელების შემდეგ, სპეციალურად გამოიყო საექსპერიმენტო უბნები. შტამების შეტანა 200-მდე დაავადებულ წაბლის ხეზე მოხდა.  მომდევნო წლების მანძილზე კი განხორციელდება  აღწერითი სამუშაოები, დეტალური დაკვირვება და მონიტორინგი”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები