ამირან გამყრელიძე – მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების შემთხვევაში ტესტირება

მინდა მოსახლეობას მოვუწოდო და მივმართო, მაქსიმალურად ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების შემთხვევაში ტესტირება, რამეთუ ახლა აუცილებელია დიფერენცირება, რადგან გასულ კვირას გრიპის ვირუსი გამოჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსისა და სხვა რესპირაციული ვირუსების დიფერენცირება აუცილებელია.

„დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში გრიპის ვირუსი უფრო მოიმატებს. ამიტომ, ეს დიფერენციალური დაიგნოსტიკა სასურველია. ამის საშუალება არის. ძალიან ბევრი პუნქტია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და 15-20 წუთში სწრაფი ტესტით დიფერენციაცია გააკეთონ, მისი რესპირაციული სიმპტომები გრიპით არის გამოწვეული, სხვა რესპირაციული ინფექციით თუ კორონავირუსით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაფართოებული ტესტირების ფონზე, უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება მსუბუქი სიმპტომებიანი ადამიანების იდენტიფიცირება და მათი სწრაფი იზოლირება, რაც სწორედ ეფექტს ახდენს შემდეგ გამოსავალზე.
მნიშვნელოვნად გაფართოებულია ხელმისაწვდომობა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვისარგებლოთ ამ შემოთავაზებით და უფრო აქტიურად მივმართოთ. სამწუხაროდ, შაბათ-კვირას იკლებს და გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს მიმართვიანობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები