გივი მიქანაძე: ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციას მოვუწოდებთ, პარლამენტში თავისი ადგილი დროულად დაიკავოს და დებატებში მონაწილეობა მიიღოს
“ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციას მოვუწოდებთ, პარლამენტში თავისი ადგილი დროულად დაიკავოს და დებატებში მონაწილეობა მიიღოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული შიდა განხეთქილებაა და დაწყებულია პარტიის შიდა რღვევა.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურ სიტუაციას ჯაჭვური რეაქცია ჰქონდეს და სულ მალე ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს, პარტიაში რა და როგორ ხდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნისთვის პარლამენტიდან მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციას მოვუწოდებთ, პარლამენტში თავისი ადგილი დროულად დაიკავოს და დებატებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.