ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს

ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ისანი-სამგორის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები გუშინ სახლების დემონტაჟის დროს ერთ-ერთი დაკავებულის, ვანო ფოცხვერაშვილის გათავისუფლებას, სახლები დემონტაჟის შეჩერებასა და მათ მიერ დაკავებული მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემას ითხოვენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გადაიკეტება გზა და აქციები გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ე,წ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანების სახლების დემონტაჟი თბილისის მუნიციპალურმა სამსახურმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები