კახა კალაძე: ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს

“ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, იძულებით გვიწევს უამრავ ნეგატივსა და სტრესთან შეგუება.

„ძალიან მძიმე წელი გამოვიარეთ, შეიქმნა ახალი რეალობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელს მსოფლიოში, არსებული პანდემია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იძულებით გვიწევს უამრავ ნეგატივთან და სტრესთან შეგუება. პირველი შოკის დროსა და დაბნეულობის მერე ყველა ვცდილობთ ადაპტაციას ახალ წესებსა და ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და ყველას ახალი იმედიანი მოლოდინი გვაქვს. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი წლის განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომითა და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი. ამ რთულ ვითარებაში, თუნდაც პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა იმისთვის, რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ახლაც გრძელდება და მე ძალიან ამაყი ვარ და მინდა, რომ თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები