აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ალექსანდრე მოწერელია, ხოლო მოადგილედ სამველ მანუკიანი აირჩიეს
აგრარულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.
როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებმა მხარი დაუჭირეს ალექსანდრე მოწერელიას კანდიდატურას. მოადგილედ, უმრავლესობის კვოტით, სამველ მანუკიანი აირჩიეს.
სხდომაზე ასევე შეიმუშავეს და დაამტკიცეს კომიტეტის დებულება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კოლეგებს მოკლედ გააცნო წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.
სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.