ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზადაა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის.

„ჩვენ მზაობა არაერთხელ გამოვხატეთ, დღესაც შეგვიძლია – დავაფიქსიროთ ეს მზაობა, მზადყოფნა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს მზად ვართ, პირველ ყოვლისა, გავიაროთ კონსულტაციები ჩვენს მეგობარ ელჩებთან და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია, გადავიდეთ მოლაპარაკებებზე, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა იქნება ამ პროცესის. არის რამდენიმე პარტია, რომელსაც აქვს თავისი ხისტი, რადიკალური პოზიცია გამომდინარე იქიდან, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, ასეთები არიანვსააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ვისაც დასაკარგი უბრალოდ არაფერი აქვს. შესაბამისად, მათთან მოლაპარაკება რთულია, ანუ რაზე უნდა მოელაპარაკო, ეს არის გაუგებარი, ისედაც წაგებული არიან და ასედაც, მაგრამ იქ არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც წაგებული არ აქვთ ყველაფერი, რომელთა ინტერესშიც არის, რომ მოლაპარაკებები შედგეს და დასრულდეს წარმატებით. აქედან გამომდინარე, აზრი, რა თქმა უნდა, ასეთ მოლაპარაკებებს აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები