თამარ გაბუნია: მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველა პაციენტი მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას იღებს
“მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველა პაციენტი მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას იღებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკებში მძიმე პაციენტების მართვის საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგროვდა.
,,კორონავირუსის მართვისთვის სპეციფიკური მკურნალობა არ არის და მართვა ხდება სიმპტომების შესაბამისად. სისტემაში არის რესურსი და დღეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველა პაციენტი მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას იღებს.
კლინიკებში მძიმე პაციენტების მართვის საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგროვდა, თუმცა, არის გარკვეული წინაპირობები ქრონიკული დაავადებების, სხვა გართულებების რისკი. საქართველო სიკვდილობის მაჩვენებლით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კვლავაც რჩება დაბალ მაჩვენებელზე. ჩვენ გვქონდა სიკვდილობის სწრაფი მატება, რადგან პირველი ტალღა არ გადაგვიტანია და ეს ძალიან მშვიდად გავიარეთ, თუმცა, პროპორციულად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.