თამარ გაბუნია: დღევანდელი დილის მდგომარეობით, მობილიზებული საწოლების რაოდენობა 7 222-ია
“დღევანდელი დილის მდგომარეობით, მობილიზებული საწოლების რაოდენობა 7 222-ია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 1335 პაციენტი ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობას საჭიროებს, 405 კი – რეანიმაციულ განყოფილებაში.
,,დღევანდელი დილის მდგომარეობით, მობილიზებული საწოლების რაოდენობა 7 222-ია. აქედან კოვიდის მკურნალობისთვის სტაციონარში იყო 6539 პაციენტი, შეფასებისთვის კი -198.
2 800-ზე მეტი ადამიანი რჩება კლინიკურ სასტუმროებში, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჯამურად, სასტუმოებსა და კლინიკებში იმყოფება 9 425 პაციენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.