გიორგი მარგველაშვილი: შუქი არ მაქვს დუშეთში და, სამწუხაროდ, ტელევიზორს ვერ ვუყურებ
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ელექტროენერგია არ აქვს და პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ვერ უყურებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში ჩართვისას ისაუბრა.
,,შუქი არ მაქვს დუშეთში და, სამწუხაროდ, ტელევიზორს ვერ ვუყურებ. ამან გარკვეულწილად გამიიოლა კიდევაც, რადგან ამ კადრების ნახვა ნამდვილად არ მინდოდა, რაც პარლამენტში ხდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს.