“ვრცელდება ვარაუდები, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა გადაეცეს, თუ ევროინტეგრაციის შესაძლებლობა დაიკარგება, ისტორია ამაში მთელს პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს”

„ვრცელდება ვარაუდები, რომ შესაძლოა, საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა გადაეცეს, ასევე, არის ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ 2024 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფორმალური განაცხადი გააკეთოს. ყველა ეს შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ პოლიტიკური პარტების დიალოგი შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

„არ მინდა, მოვისმინო რომელიმე მხარის ბრალდებები, თუ ვინ არის შექმნილ სიტუაციაში ბრალდებული, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ არჩევნებში დარღვევების შესახებ, რომელიც უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაც მთელს პოლიტიკურ ელიტას ეკისრება. თუ ევროინტეგრაციის შესაძლებლობა დაიკარგება, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, ისტორია ამაში მთელი პოლიტიკური ელიტა დაადანაშაულებს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები