ირაკლი კობახიძე: საბოლოოდ უნდა გაივლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის, არაჯანსაღი პარტიების ადგილი პარლამენტში არ არის

“არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამეტში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს პარლამენტის X მოწვევის პირველი სხდომა შედგება და იწყება ახალი, 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება პარლამენტის მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ უნდა გაივლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას 12:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები