11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ქარი დაფიქსირდება კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე.
აღმოსავლეთის მიმართულებით ქარის სიჩქარემ შესაძლებელია, 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.