გივი მიქანაძე: თუნდაც ხვალ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ან ნაწილობრივ, არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ დიალოგს ვაჩერებთ

“თუნდაც ხვალ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ან ნაწილობრივ, არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ დიალოგს ვაჩერებთ”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მზაობა არის.

„ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული წინადადებები და მზად ვართ, ნებისმიერ დროს ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში. ხვალ თუნდაც დაფიქსირდეს ის, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ან ნაწილობრივ, არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით დიალოგს ვაჩერებთ. პირიქით, ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის“, – აღნიშნა მიქანაძემ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები