ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკვე დავასახელეთ მომავალ პრემიერად მოქმედი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია
“ჩვენ უკვე დავასახელეთ მომავალ პრემიერად მოქმედი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პრემიერმინისტრობის კანდიდატს ხვალ ოფიციალურად წარადგენს.
„ჩვენ უკვე დავასახელეთ მომავალ პრემიერად მოქმედი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს არის, პირველ ყოვლისა, პრემიერმინისტრის მიერ გადასწყვეტი საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული კონსულტაციები გვექნება, მაგრამ, უპირველესად, დაველოდოთ ინფორმაციას გიორგი გახარიას მხრიდან, რომელიც ჩამოაყალიბებს მთავრობის შემადგენლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.