“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, თუ არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირდება 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დავტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ჩამოვშორდები პოლიტიკას”

„პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, „ქართული ოცნება“ გამოვა ინიციატივით 2020 წლის საპარალმენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

„პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, „ქართული ოცნება“ გამოვა ინიციატივით 2020 წლის საპარალმენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ პროცესში.
კომისია არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშული ფაქტის გამოვლინების შემთხვევაში დავტოვებ დაკავებულ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები