ხატია დეკანოიძე: ჯერჯერობით, არ არის იმის რესურსი, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგეს

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოძის განცხადებით, შეხვედრების მიუხედავად, ჯერ არაა იმის რესურსი, რომ შედგეს შეთანხმება, რის შემდეგაც ოპოზიცია პარლამენტში შევა.

„ჯერჯერობით, არ არის იმის რესურსი, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგეს. ის დოკუმენტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გადავეცით (მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო სიტემის ახალი ადმინისტრირება), არის მონოლითური და ჩვენ ამოგლეჯილად ამას არ განვიხილავთ“, – აცხადებს დეკანოიძე.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა დააფიქსირა ცოტა განსხვავებული პოზიცია, მაგრამ 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები