რა გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკაზე ონლაინსწავლება – ჯანმო-ს განმარტება

“ონლაინსწაველებაზე გადასვლა შესაძლოა, ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენების მომხდენი იყოს, თუმცა, ხანგრძლივი შედეგები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია”, – განაცხადა ჯანმო-ს ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ქცევის ადიქციის საკითხებში სპეციალისტმა, ვლადიმირ პოზნიაკმა.

“მოსახლეობის ზოგიერთი ქვეჯგუფი, როგორებიც არიან ბავშვები და მოზარდები, პანდემიის შედეგებზე განსაკუთრებით მოწყვლადი არიან, რადგან ბავშვობა და გარდამტეხი ასაკი არის კრიტიკული კრიტერიუმი ნეირობიოლოგიური, ქცევითი და სოციალური განვითარებისთვის. მოზარდებისთვის თანატოლებთან ურთიერთქმედება, მათი მხრიდან წახალისება და მათი გავლენები  ძალიან მნიშვნელოვანია. დისტანცირებისა და კოვიდ19-ის შეკავებისკენ მიმართული ზომები ბავშვებისა და მოზარდების შესაძლებლობებს ზღუდავს, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შეიძლება, აისახოს”, – თქვა სპეციალისტმა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ციფრულ ტექნოლოგიებთან ფართო წვდომამ შესაძლოა, შეამციროს ნეგატიური გავლენები ფიზიკური დისტანცირების დროს. ახალგაზრდებს კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვთ, მაგალითად, ვიდეოჩატებში, ასევე, გააგრძელონ სწავლება, სახლში ხანგრძლივი ყოფნა კი მშობლებთან და ასევე დებსა და ძმებთან კონტაქტებს აფართოებს.

“თუმცა, მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ინტერნეტით სოციალური კომუნიკაცია გარკვეულ რისკებს უკავშირდება. ბავშვების ფსიქიკაზე სოციალური კონტაქტების შეზღუდვა ხანგრძლივ პერიოდში ჯერ კიდევ შესასწავლია”, – განმარტა ჯანმო-ს ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები