გია ხუხაშვილი: ვინც პარლამენტში შევა, პარლამენტში მოგუდავენ, ვინც გარეთ დარჩება, გარეთ მოეღება ბოლო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ევროკავშირის ელჩის განცადებით, დღესვე გაიმართება პოზიციასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი. რა მოლოდინები აქვთ
ექსპერტებს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ – ამ თემაზე ,,კვირა“ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა:

-თქვენს უკანასკნელ პოსტში წერდით: მექმნება შთაბეჭდილება, რომ პოზიცია და ოპოზიცია სათამაშოს ვერ იყოფენ და პატარა ბავშვებივით ჟინიანობენ, ოღონდ სათამაშო, ამ შეთვევაში, საქართველოაო. რა შედეგს ელით მოლაპარაკების უკანაკსნელი რაუნდისგან?

-ძალზე გამიჭირდება სიტუაციის პროგნოზირება. მე ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრე ვარ, მაგრამ რა განცხადებებსაც დღე მე ვისმენ, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ოპოზიციის ნაწილი ეძებს სახის შენარჩუნების შესაძლებლობას პარლამენტში შესვლის შეთხვევაში. ნაწილი კი ჯიუტად დგას ძველ პოზიციაზე და კვლავ პარლამენტში შეუსვლელობას აანონსებს.

-სინამდვილეში, რაზე ვერ თანხმდება ოპოზიცია?

-ეს კიდევ უფრო კომიკურია, ოპოზიცია იმაზეც კი ვერ თანხმდება, რა არის მთავარი პრობლემა: გაყალბდა თუ არა არჩევნები და რა იქნება იმ შემთვევაში, თუ ისინი არ შევლენ პარლამენტში.

-დღემდე არ საჯაროვდება, რა საკითხებზე მსჯელობს პოზიცია-ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან.

-კონფიდენციალობის დაცვა მოლაპარაკების საკითხებზე სრულიად აბსურდულია. წარმოიდგინეთ, თქვენ გყავთ დაქირავებული თანამშრომელი და ავალებთ რაღაც საკითხის გადაჭრას კონკურენტ მხარესთან, ის კი გეუბნებათ, რაზე ვსაუბრობ მოწინააღმდეგესთან, საიდუმლოაო. არადა, ის თქვენი დაქირავებული ხელქვეითია. ასეთივე სიტუაციაა ქართულ ოპოზიცისა და პოზიციას შორის. ისინი ამომრჩეველთან არიან ანგარიშვალდებულნი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თემები განიხილება მოლაპარაკებათა მაგიდასთან. დღეს ოპოზიცია ერთგვარ გამოცდას აბარებს ამომრჩევლის წინაშე. მათ ძალზე შეზღუდული აქტივი აქვთ. ვინც პარლამენტში შევა, პარლამენტში მოგუდავენ, ვინც გარეთ დარჩება, გარეთ მოეღება ბოლო. მეჩვენება, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში ოპოზიცია შევა თუ არ შევა, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები