ალეკო ელისაშვილი: ბრალდებებსა და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ
“ამ უსინდისობებზე, ბრალდებებსა და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ”, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა.
მისივე თქმით, ის კომენტარს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
„ახლა შევდივარ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი… ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა.