ეკატერინე ტიკარაძე: „რემდესივირი“ საქართველოში თვის ბოლომდე შემოვა
“თვის ბოლომდე „რემდესივირი“ადგილზე იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ პრეპარატით მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გასავლელია მნიშვნელოვანი პროცედურები, რომელიც არ უნდა დაირღვეს.
“თვის ბოლომდე „რემდესივირი“ადგილზე იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ პრეპარატით მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება. გასავლელია მნიშვნელოვანი პროცედურები, რომელიც არ უნდა დაირღვეს. შესაბამისად, მივყვებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც ხდება კონტრაქტების გაფორმება და შემდეგ ტრანსპორტირება. რა შემთხვევაში გამოიყენებენ „რემდესივირს“, ეს კლინიკური ჯგუფის გადასაწყვეტია. პროტოკოლის ჩამოყალიბება ერთობლივი გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.