ეკატერინე ტიკარაძე: მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, საქართველომ 1000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ 1000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო.

მინისტრის თქმით, მათი დარიგება კლინიკებსა და სასტუმროებში უკვე დაწყებულია.

„გუშინ დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ. ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები