როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

“დღეს შედარებით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხვალიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში წვიმის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში – 20-25 მეტრი წამით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, გორი-სურამის მონაკვეთზე – 17-22 მეტრი წამში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები