ლევან რატიანი: კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მისივე თქმით, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესდა.

„ბატონი კახის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ ინტენსიურ განყოფილებაში გადავა“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები