ზესტაფონში ოთხმა პირმა ოჯახის დაყაჩაღება სცადა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზოვრეთში ოთხი ნიღბიანი პირი ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა. მათ მუქარის ძალით თანხის წაღება სცადეს, თუმცა სახლის მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრით თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევის დროს ხმაური ატეხეს და დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც მძარცველებმა ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები