გიგი უგულავა – ერთადერთი თხოვნა დამრჩება ირმა ინაშვილთა, რომ  იმ ბრალდებით „ვიღაცა ვიღას შეეკრა“  არ შევიდნენ პარლამენტში, თუ არ შევლენ, მაშინ რაც უნდათ ის ილაპარაკონ

„ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსთან“ თვითონ ნუ შევლენ პარლამენტში და დანარჩენი რაც უნდათ ის ილაპარაკონ“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ამ განცხადებით უგულავა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინადადებებიდან ერთ-ერთს ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ფასილიტატორი ელჩების თხოვნაა, რომ არ გასაჯაროვდეს რამდენიმე დღე ის წინადადებები, რომლებიც გუშინ ჩვენ წერილობით წარვადგინეთ, ამიტომ ამ თხოვნას ვასრულებთ. ბუნებრივია, ეს ეხება რამდენიმე დღეს, დიდი ხანი ვერ გაიწელება. ჩვენ სპეციალურად წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები, იმიტომ რომ ვითხოვთ ანალოგიურ წერილობით პასუხს „ქართული ოცნებისგან“ არა ბრიფინგებით და კომენტარებით. წინადადებები არსებითად ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც პოლიტიკური ოპოზიცია ვახმოვანებდით ამ ხნის განმავლობაში. დოკუმენტი, რომელიც გუშინ წარვადგინეთ საგზაო რუკაა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა შეგვიყვანა.

აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური რამ არის, არანორმალური რატომ არის „ქართული ოცნება“, აზრთა სხვადასხვაობას აზრი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი თავისი უაზრო თავით წყვეტს . აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი უნდა იყოს და არის, ეს პოზიცია შეჯერებულია აზრთა სხვადასხვაობის გაზიარებით და დისკუსიით. ირმა ინაშვილს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ერთადერთი თხოვნა დამრჩება მათ მიმართ, იმ ბრალდებით, რომ „ვიღაცა ვიღას შეეკრა“ ამ ბრალდებით არ შევიდნენ. პარლამენტში თუ არ შევლენ, მაშინ რაც გინდათ ის ილაპრაკეთ, არ აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები