ერდოღანი: ფრანგებმა მარსელი სომხებს უნდა გადასცენ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის ეროვნული სათათბიროს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელიც ქვეყნის სენატის მსგავსად ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარებისკენ რეზოლუციით მოუწოდებს.

როგორც ერდოღანმა თქვა, საფრანგეთმა, როგორც მთიანი ყარაბაღის საკითხში შუამავალმა, ყველანაირი ნდობა დაკარგა, – იტყობინება Anadolu.

მან აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომელმაც თქვა, რომ თუ ფრანგებს ასეთ ძალიან აწუხებთ სომხების ბედი, მაშინ მათ ქალაქის მარსელი გადასცენ და შეუქმნან მეორე სახელმწიფო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები