ვახტანგ გომელაური: აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ორი პირის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მინისტრის თქმით, ზოგადად, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კოლეგა უწყებებს ახლო ურთიერთობა აქვთ.
„ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან, ამ შემთხვევაში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, როგორც ჩვენ, ასევე, უსაფრთხოების სამსახურს, ჩვენს კოლეგა უწყებებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.