მეუფე იაკობი: ძველად, რასაც „ადეიშვილის კანტორიდან“ შეუთვლიდნენ, იმას აკეთებდა სასამართლო, დღეს თუ პოლიტიკური ინტერესები არ იყო, კარგად ვხედავთ, სწორად წარმართვა შეუძლიათ

„ვითომ ისე გადააბარეს “ოცნებას” ხელისუფლება, კარგად ვიცი, როგორც იყო, სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ, არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებული სასამართლო სისტემა შეაფასა.
„ვითომ ისე გადააბარეს ხელისუფლება. კარგად ვიცი, როგორც იყო, სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ. არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ, მაგათზე არ იყო დამოკიდებული იმიტომ, რომ არ შეიძლება, მასეთი რაღაცები აკეთო გარეთ, სამეზობლოში, ვისთანაც უთიერთობა გინდა, არავის უსმენდე. ეს უცხოეთიდან ვიცი, ვინც საქართველოსთან მაშინ პოლიტიკას ქმნიდა.
იყო ახალი ხელისუფლება, ახალი იმედები გაჩნდა და კარგი რაც იყო, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. თუ შეკვეთა არ არის, ძირითადად, სასამართლო სამართლიანად წარმართავს ხოლმე საქმეს. ძველად, რასაც „ადეიშვილის კანტორიდან“ შეუთვლიდნენ, იმას აკეთებდა სასამართლო. დღეს თითქმის იგივე მოსამართლეები არიან, თუ პოლიტიკური ინტერსები არ იყო, კარგად ვხედავთ, მაშინ სწორად წარმართვა შეუძლიათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები