თამარ გაბუნია: ნაცნობობის თემა უხერხულია ამ სიტუაციაში, თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება, უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და ამან “112”-ის მოლოდინის პერიოდი გაახანგრძლივოს

“ხშირად ხდება, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენეტი შეიძლება, უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს ის თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს “112”-ის მოლოდინის პერიოდი”, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაცნობობის თემა ძალიან უხერხულია ამ სიტუაციაში. “112” გვაძლევს საშუალებას, რომ ერთიან სურათში ვიმოძრაოთ ყველამ. “112” -ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მათვე შუეძლიათ, განსაზღვრონ პაციენტის მდგომარეობის სირთულე და თუ ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. ამის გარდა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში, ეს არაფრით არ უკავშირდება ნაცნობობას, შესაბამისად, ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როდესაც პაციენტი მოდის კლინიკაში და ამბობს, რომ მისი მდგომარეობა რთულია, კარს არავის არ გამოუხურავენ, აუცილებლად უნდა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ იგი.
ხშირად ხდება, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება, უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს ის თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს “112”-ის მოლოდინის პერიოდი. თხოვნაა, რომ გაითვალისწინოთ, “112”-ის გარეშე კლინიკაში მოხვედრა იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი, შეიძლება, დარჩეს ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები