ლევან რატიანი: ერთადერთი, რაც პრაქტიკამ გვაჩვენა – საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში კორონავირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს

“ერთადერთი, რაც პრაქტიკამ გვაჩვენა – საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში კორონავირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად კოვიდინფიცირებისა, დედა და ახალშობილი ერთმანეთს არ სცილდებიან.

„ადრე ვამბობდით, რომ კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთადერთი, რაც ჩვენმა პრაქტიკამ გვაჩვენა – საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, დანარჩენი შემთხვევა არ არის დამოკიდებული ასაკსა და თანმდევ დაავადებაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 15 2704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 6904-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები