თამარ ჟვანია – ოპოზიციაზე: დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება
“როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკო-ს სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისა და ხალხის მიერ გამოხატული ხმები შემაჯამებელ ოქმშია ასახული.
„როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება. ქვეყნისა და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული. შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც 9 საარჩევნო სუბიექტზე არის გადანაწილებული. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია. ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ ხალხისა დ ქვეყნის სახელით, როცა ყველ მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა – ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე“, – განაცხადა ჟვანიამ.