თორნიკე რიჟვაძე: „ნაციონალურ მოძრაობის“ არცერთ წევრს მანდატის დატოვების შესახებ უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს

“ხვალ უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბოლო ვადაა და „ნაციონალურ მოძრაობის“ არცერთ წევრს მანდატის დატოვებაზე არ მიუმართავს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძე მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენონ მანდატები, რაც მათ ხალხმა მიანიჭა.

„უმაღლეს საბჭოში მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და სამართლებრივად იმუშავებს, ხვალ უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბოლო ვადაა და „ნაციონალურ მოძრაობის“ არცერთ წევრს მანდატის დატოვებაზე არ მიუმართავს. არ ვიცი, დემოკარტიის განვითარებაში აჭარის „ნაცმოძრაობა“ რა როლს ითამაშებს, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ ყველას, რომ ის მანდატები გამოიყენონ, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც წაგებასაც და მოგებასაც ღირსეულად უნდა შეხვდე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები