სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის გამწვანების სამუშაოები დასრულდა (ფოტო)

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისში, სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩაზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლის გამწვანების სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნულ შუა ზოლში 49 ძირი ირმის რქა, 315 ძირი იაპონური კვიდო, 366 ძირი ფოტინია და 16 ძირი ჰიმალაის კედარი დაირგო. ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა მოეწყო, დაითესა ბალახი, ასევე, ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანის სამუშაოები განხორციელდა.
გამწვანების სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები