თბილისში, ზაქარაიას N36-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ზაქარაიას N36-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 13 მ სიგრძისა და 4 მ სიმაღლის კედელი შენდება. ასევე, ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
„ჩვენი რაიონის ერთ-ერთი გამოწვევა რთული განაშენიანების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებაა, რაშიც გამგეობის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება. ერთ-ერთი რთული ლოკაცია ზაქარაიას ქუჩა N36 იყო, სადაც დაზიანდა არსებული ძველი კედელი, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. იმისათვის, რომ გზაზე გადაადგილება და მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილი უსაფრთხო იყოს, ვაშენებთ გრუნტის დამჭერ კედელს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეკემბერში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
პროექტის ღირებულება 34 200 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები