თამარ გაბუნია: ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538 და აქედან ყველაზე მეტად დატვირთულია თბილისის საწოლფონდი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538 და აქედან ყველაზე მეტად დატვირთულია თბილისის საწოლფონდი.

მისივე თქმით, კლინიკები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ.

“დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია 7103 საწოლი. აქედან, დილის 9 საათის მონაცემებით, დატვირთული არის 6329 საწოლი- აქედან, 255 პაციენტი არის შეფასების პროცესში, ინტენსიურ საწოლზე არის 1243 და ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378 პაციენტს. ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538 და აქედან ყველაზე მეტად დატვირთულია თბილისის საწოლფონდი. კლინიკები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. სასიამოვნო სიახლე რაც არის, გუშინ გაძლიერებული კოვიდსასტუმროს სახით გაეშვა სასტუმრო Holiday Inn, სადაც დამატებით იქნა მობილიზებული სამედიცინო გუნდები და კიდევ დამატებითი მკურნალობის შესაძლებლობა შეიქმნა. ესეც დაგვეხმარება ჩვენ, რომ ვისაც არ სჭირდება დიდხანს ჰოსპიტალში დაყოვნება სწრაფად გადავიყვანოთ და ჰოსპიტალური საწოლები კიდევ უფრო გათავისუფლდეს”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები