ზაალ უდუმაშვილი: პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ფართომასშტაბიან აქციას არ ვგეგმავთ, თუმცა, ყველა ოპოზიციური პარტია გააფორმებს მანდატებზე უარის ერთობლივ დოკუმენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ფართომასშტაბიანი აქცია არ იგეგმება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შეიკრიბება ყველა პარტია, რომელიც გააფორმებს ერთობლივ დოკუმენტს და მანდატებზე ოფიციალურად უარს იტყვის.

“პირველ სხდომაზე ჩვენ არ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, სადაც ყველა ის პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი და შევიდა პარლამენტში, ცესკო-ს ამ მონაცემებით და ის პარტიები, რომლებიც დარჩნენ პარლამენტს მიღმა, ყველა შეიკრიბება და გააფორმებს ერთობლივ დოკუმენტს, სადაც ჩვენ ოფიციალურად უარს ვიტყვით მანდატებზე“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები