გიორგი გახარია: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორადაა აღქმული ჩვენი პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია

“მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საგარეო საქმეთა მინისტრს, წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო გაჟღერებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსაც, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას მხარი დაუჭირეს.

„რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნატო-ს მყარი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე – საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკული ნაბიჯებითა და გეგმებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებას. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან და აქვს მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები