ენგურის ხიდი 10 დეკემბრამდე იხსნება

ენგურის ხიდი 3 დეკემბრის 09:00 საათიდან 10 დეკემბრის 19:00 საათამდე იხსნება.

შესაბამის ინფორმაციას ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.

მათ, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა სურთ, თან უნდა ჰქონდეთ სამედიცინო ცნობა კორონავირუსის არარსებობის შესახებ, რომელიც გაცემულია ადგილზე გამოცხადებამდე 72 საათით ადრე.

გარდა ამისა, ე.წ.საზღვარს გადაკვეთენ ის ადამიანები, ვისაც აფხაზური დოკუმენტები აქვთ და ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

უკანასკნელად ენგურის ხიდი იყო გახსნილი 5-9 აგვისტოს პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები