ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი:  საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან „საზღვრის“ დარღვევის ფაქტები გახშირდა, რა დროსაც სოციალურ დაცვას ითხოვენ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„ამგვარად, 30 ნოემბერს არცევის მახლობლად, დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ ქვეშისა და კასპის რაიონის სოფელ თელიანის მკვიდრნი. წინასწარი მოკვლევისას დამრღვევებმა დაასახელეს მიზეზები, რის გამოც ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება:

ეს არის არსებობისთვის აუცილებელი პირობების არ არსებობა, უმუშევრობა და მიზერული პენსია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას და სურვილის არ ქონას, მიხედოს თავისი მოსახლეობის პრობლემებს“, – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები