აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფონდი „ქართუს” ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.

“პეტრას ციხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

სამუშაოები  დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის 6 ლიფტის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები