ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა, 87 კი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა, სულ ე.წ. რესპუბლიკაში 84 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 5 970 დადასტურებული შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 79 ადამიანი მკურნალობს, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა, 16-ის – საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული.

მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში 43 კოვიდპაციენტია, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსის დამარცხება სულ 3845-მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები