ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ. სასამართლოში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ბრალდებულებმაც.
წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება, ვინაიდან საგამოძიებო პერიოდის გაგრძელება სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა.