ხობში, მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი შენდება.
დღეის მდგომარეობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს 70 პროცენტია შესრულებული.
ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 594 ათასი ლარი დაიხარჯება.
ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები